Codenames Pictures

რეკომენდირებული ასაკი 10+
მოთამაშეების რაოდენობა 2+ მოთამაშე
თამაშის ხანგრძლივობა 15 წუთი
თამაშის სირთულე (1.00-5.00) 1.30
თამაშის მოცულობა 23 x 16 x 5 cm
თამაშის ხარისხი მაღალხარისხიანი ვერსია

აღწერა

რა არის ეს უცნაური სიმბოლოები რუკაზე? ისინი კოდირებული ადგილებია, სადაც ჯაშუშები საიდუმლო აგენტებს უკავშირდებიან!

ორმა კონკურენტმა მზვერავმა ზუსტად იცის საიდუმლო აგენტების ადგილმდებარეობა. დაშიფრული შეტყობინებების საშუალებით, ისინი ცდილობენ საკუთარ ჯაშუშებს ფარული შეხვედრების ადგილები მიახვედრონ. ჯაშუშებს კი ჭკვიანური თამაში და მინიშნებების სწორად გაშიფვრა მართებთ. დეკოდირებისას დაშვებულმა მცირე შეცდომამაც კი შეიძლება მტრის აგენტთან შეხვედრა ან, რაც კიდევ უარესია, მკვლელის ხაფანგში გაბმა გამოიწვიოს. თამაშში იმარჯვებს ის გუნდი, რომელიც ყველა აგენტთან დაკავშირებას უფრო სწრაფად მოახერხებს.

რით განსხვავდება Codenames Pictures ძირითადი კოდური სახელებისგან? აქ აგენტები აღარ არის წარმოდგენილი ერთი სიტყვით – ისინი დაშიფრულია ბარათებზე, რომლებიც მრავალ სხვადასხვა გამოსახულებასა და ელემენტს მოიცავს.

Original price was: 100.00 ₾.Current price is: 64.00 ₾.